ასაკობრივი ნაკრები

 2019/23/06 17:24

ასაკობრივი ნაკრები
ქართველი მორაგბე მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არგენტინაში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დასრულდა. ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ავტრალია 24:23 დაამარცხა. 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მართალია ტურნირის დასკვნითი მატჩი იტალიასთან წავაგეთ, მაგრამ ჩემპიონატი მეათე ადგილზე დავასრულეთ და ზედიზედ მეოოთხედ შევინარჩუნეთ ელიტურ 12 გუნდში ადგილი. 

დღეს, მსოფლიო რაგბიმ განვლილი ჩეპიონატის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი, იოანე იაშაღაშვილი შეიყვანა. 

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება. 

15. იგნასიო მენდი (არგენტინა), 14. დონოვან ტაოფიფენუა(საფრანგეთი), 13. ფრეიზერ დინგვოლი(ინგლისი), 12. რიკუს პრეტორიუსი (სამხრეთ აფრიკა), 11. მატეო კარერასი (არგენტინა), 10. ლუის კარბონელი (საფრანგეთი), 9. ჯეიდონ ჰენფრიქსე (სამხრეთ აფრიკა), 1. ანგუს ბელი (ავსტრალია), 2. ლაქლან ლორეგანი (ავტრალია), 3. ასენათი ნტლაბაკანიე (სამხრეთ აფრიკა), 4. ჯეი ჯეი ვან დერ მეშტი (სამხრეთ აფრიკა), 5. ჯოელ კპოკუ (ინგლისი), 6. მათიას ჰადადი (საფრანგეთი), 7. ფრეიზერ მაკრეითი(ავსტრალია), 8. იოანე იაშაღაშვილი (საქართველო). 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები