სხვადასხვა

 2019/09/06 02:29

სხვადასხვა
კურიოზული გოლი MLS-დან (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსე დალასს უმასპინძლა და ქულები გაიყო – 2:2.

შეხვედრის 27-ე წუთზე კურიოზული გოლი გავიდა – მასპინძელთა მეკარეს, დანიელს ვეგას მცველის მიერ დაგორებული ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და ანგარიში გაიხსნა.

მეორე ნახევრის პირველ 10 წუთში სან ხოსემ წინ გასვლა შეძლო, თუმცა, 65-ე წუთზე დალასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

ვაკომ სასტარტოში დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გურამ კაშია საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები