ხელბურთი

 2018/29/05 18:35

ხელბურთი
ქართველი ხელბურთელის მონპელიე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ავტორი
ირაკლი გოგავა

17 წლის ქართველი ხელბურთელის, გიორგი ცხოვრებაძის მონპელიემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მონპელიემ ნახევარფინალში შარშანდელი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი 29:28 დაამარცხა, ფინალში კი, 32:27 მოუგო თანამემამულე ნანტს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნახევარფინალში სამი ფრანგული კლუბი თამაშობდა და საოცარი ის უფრო იქნებოდა, რომელიმე მათგანს თასი ვერ აეღო. ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად პსჟ მიიჩნეოდა, მაგრამ  ნანტმა, მოულოდნელად, 32:28 დაამარცხა. მონპელიეს უფრო მეტი წვალება მოუწია და ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით, აჯობა ვარდარს.

ფინალში დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ნანტმა სირენამდე 9 წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრა (24:24), მაგრამ ზედიზედ 5 გოლი გაუშვა და (24:29) და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

მონპელიემ ჩემპიონთა ლიგა კი მოიგო, მაგრამ ამ ტიტულთან შეხება არ აქვს ცხოვრებაძეს – ჩვენებური მხოლოდ მეორე გუნდში ირიცხება და მთავარი გუნდის წარმატებით დატკბა.

თუმცა, ფაქტი, რომ 17 წლის ქართველი ხელბურთელი ჩემპიონთა ლიგის მფლობელ გუნდში ირიცხება, სასიამოვნოა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები