სხვადასხვა

 2019/29/06 18:26

სხვადასხვა
ქართველი კარატისტის წარმატება ევროპულ თამაშებზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მინსკის ევროპული თამაშების ნახევარფინალში, 35 წლის ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასიმან გურბალისთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმართა და  დასრულებამდე 20 წამით ადრე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ ბოლოს აზერბიჯენელმა მომგებიანი დარტყმა განახორციელა და შეხვედრის გამარჯვებულიც გახდა.

კარატის ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ნახევარფინალში დამარცხებული ავტომატურად იღებს ბრინჯაოს მედალს. შესაბამისად, გოგიტამ არქანიამ საქართველოს მორიგი ბრინჯაოს მედალი მოუტანა და ასევე მიიღო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. 

ფოტო:1tv.ge 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები