ლეგიონერები

 2019/31/08 23:07

ლეგიონერები
ქართველების გოლები რუსეთის მეორე ლიგაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რუსეთის მეორე დივიზიონის მე-11 ტურში გოლი მერაბ ურიდიამ და ირაკლი კვეკვესკირმა თავი გამოიჩინეს. 

ურიდიას ნეფთხემიკი ტომსკს ესტუმრა და ჩვენებურის გოლით დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-19 წუთზე გაიტანა.

კვეკვესკირმაც მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მისი სკა ლუჩს ესტუმრა. ირაკლიმ ანგარიში 66-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გავიდა – 2:0.

ხაბაროვსკის სკა ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ნეფთხემიკი მეცხრეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები