ლეგიონერები

 2019/14/07 12:07

ლეგიონერები
ქართული რაგბის ლეგენდა 35 წლის გახდა (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართული რაგბის ლეგენდას, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მამუკა გორგოძეს დღეს 35 წელი შეუსრულდა. 

მამუკა გორგოძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 71 შეხვედრა ჩაატარა და 26 ლელო მიითვალა. 

„გორგოძილა“  საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა. მან სამ მსოფლიო ჩემპიონატზე (2007,2011,2015) მიიღო მონაწილეობა და ოთხ მატჩში (მათ შორის ახალ ზელანდიასთან) საუკეთესოდ დასახელდა.  სანაკრებო კარიერა კი, 2017 წელს დაასრულა. 

რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას. მამუკამ ფრანგულ კლუბებში გამოსვლა 2005 წელს, მონპელიეთი დაიწყო, სადაც 168 მატჩში 29 ლელო დადო. 2014 წლიდან კი, ტულონის ღირსებას იცავს. 

ქართული რაგბის ლეგენდას იუბილეს საფრანგეთშიც ულოცავენ. ფრანგულმა Top rugby-მ მამუკას ვიდეოც მიუძღვნა:

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები