სხვადასხვა

 2019/09/01 15:56

სხვადასხვა
ქართული რაგბის 2019 წლის პირველ მატჩზე ქალი იმსაჯებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მესამე ტურნირის, კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი ავჭალის სარაგბო სტადიონზე იტალიურ ფიამე ოროს უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, აუცილებლად მოგება მართებს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ფიამე ორომ კალვიზანოს უნდა მოუგოს, რაც ძნელად სავარაუდოა. 

ეს მატჩი იმითაც არის გამორჩეული, რომ ქართული რაგბისთვის, 2019 წლის სეზონის პირველ შეხვედრაზე ქალი იმსაჯებს. ლოკომოტივისა და ფიამე ოროს შეხვედრას ინგლისელი სარა კოქსი გაუძღვება. ის პირველი ქალი მსაჯია, რომელსაც პრემიერშიფისა და ჩემპონშიფის მატჩებზე აქვს ნამსაჯი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები