წყალბურთი

 2018/24/07 15:09

წყალბურთი
ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბარსელონაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის გუნდი, მე-13 ადგილისთვის შეხვედრაში, სლოვაკეთს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, 8:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა. 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მატჩი ბოლო წუთებამდე ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გუნდის მეკარის, ნიკოლოზ შუბლაძის თამაში, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება მოაახერხა და საქართველო აშკარა გოლისგან იხსნა. მესამე მეოთხედში სლოვაკებმა, თითქოს, შეძლეს თამაშის გაკონტროლება და ორი ბურთითაც გავიდნენ წინ, მაგრამ  ჩვენი გუნდის ლიდერებმა – ზურაბ რურუამ და მიხეილ ბაღათურიამ გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღეს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. 

გოლები: 1:0 ელაჩა, 1:1 პ. ტკაჩი, 2:1 მაგრაქველიძე, 2:2 დურიკი,  2:3 კოლარიკი, 3:3 ცრეპულია, 4:3 რურუა, 4:4 ურადნიკი, 4:5 კოლარიკი, 4:6 ბალაზი, 5:6 რურუა, 6:6 ბაღათურია, 7:6 რურუა, 8:6 ცრეპულია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები