ეროვნული ნაკრებები

 2019/15/07 19:29

ეროვნული ნაკრებები
ქართული კალათბურთის წარმატება – საქართველო ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველო ევრობასკეტ 2021-ის ფინალური ეტაპის მასპინძელთაგანია. ეს სასიამოვნო ამბავი გერმანიაში ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა, რომელიც საზოგადოებას ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა ამცნო.

საქართველოსთან ერთად, მასპინძლები იტალია, ჩეხეთი და გერმანია იქნებიან. ამ უკანასკნელ ქვეყანაში ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც ჯგუფიდან გასული გუნდები იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები