სხვადასხვა

 2019/12/07 01:49

სხვადასხვა
ქართული გუნდები წარმატების შემთხვევაში, 3 მილიონამდე მიიღებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ლიგა ქართული კლუბებისათვის კარგად დაიწყო. თბილისის დინამომ პირველ შეხვედრაში ენგორდანი 6:0 გაანადგურა. ჩიხურამ სტუმრად, ფოლა 2:1 დაამარცხა, ხოლო ტორპედოს შინ, ორდაბასისთან 0:1-ის აღმოფხვრა მოუწევს.

საინტერესოა, რომ ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში, თითოეული გუნდი 2.75 მილიონ ევროს მიიღებს. სრული თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ჯგუფურ ეტაპზე გასვლა – 2.75 მილიონი ევრო;
  2. 1/16 ფინალში გასვლა – 500 ათასი ევრო;
  3. 1/8 ფინალში გასვლა – 1.1 ათასი ევრო;
  4. 1/4 ფინალში გასვლა – 1.5 მილიონი ევრო;
  5. ნახევარფინალში გასვლა – 2.4 მილიონი ევრო;
  6. ფინალში გასვლა – 4.5 მილიონი ევრო;
  7. ჩემპიონობა – 4 მილიონი ევრო.

საჩხერის ჩიხურა განმეორებით შეხვედრას 17 ივლისს გამართავს, ხოლო მომდევნო დღეს თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო ითამაშებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები