ძიუდო

 2019/13/09 19:38

ძიუდო
ქართული ფინალი ტატო გრიგალაშვილის გამარჯვებით დასრულდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ფინეთში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

-81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში  ქართული ფინალი ვიხილეთ. ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი დაუპირისპირდნენ. გრიგალაშვილმა მეტოქე ოსაეკომის ილეთით დაამარცხა ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ახალკაცს კი, ვერცხლის მედალი ერგო.

ორი დღის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ ძიუდოისტთა ნაკრებს ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები