ძიუდო

 2019/13/09 19:29

ძიუდო
ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ზედიზედ მეორე წელია -81კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართული ფინალი იმართება.

ამჯერად ფინალში ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი შეხვდნენ. ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც შარშან ფინალი ლუკა მაისურაძესთან დათმო, წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ვლადიმერ ახალკაცს ვერცხლის მედალი ერგო. ორი დღის შემდეგ ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები