ასაკობრივი ნაკრები

 2019/17/06 22:37

ასაკობრივი ნაკრები
ქართული ჟინი, ბოლომდე ბრძოლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უმძიმესი მატჩი და იდეალური დასარული. ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს ბრძოლისუნარიანობა, გამარჯვების წყურვილი და ფიჯელებს ბოლო წამებზე გამოგლიჯეს გამარჯვება ხელიდან.

მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, გაშლილი რაგბის თამაში ძალიან ჭირდა და გულშემატკივარმა უფრო ძალისმიერი შერკინებები იხილა. სანახაობრივი თვალსაზრისით, მატჩი ნამდვილად არ გამოვიდა კარგი, მაგრამ ამას თავისი ახსნაც აქვს. დამარცხებული ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად შოტლანდიას შეხვდებოდა, რაც არავისთვისაა სასურველი. 

მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელო დაიდო და ფიჯელებმა ტაიმი 5:0 მოიგეს.  მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მოუმატა და წინა მატჩის მსგავსად, დღესაც ბოლო  20 წუთში მოახერხა მოგება. ჯერ იოანე იაშაღაშვილის და თედო აბჟანდაძის ლელოთი, სხვაობა ერთ ქულამდე შევამცირეთ. ბოლო წუთზე კი, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოვიღეთ. მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში  შეტევის 20 ფაზა გადავაბით და საბოლოოდ,  ვანო კარკაძემ დაამიწა ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში. 

12:8 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა გაინაღდა ჩემპიონატის მოწინავე ათ გუნდში ადგილი და  ელიტაში გადასვლის შემდეგ, ზედიზედ მეოთხედ შეინარჩუნა 12 გუნდში ადგილი. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები