ჩოგბურთი

 2018/26/10 19:18

ჩოგბურთი
ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი წითელი ჯგუფის შეხვედრებით დასრულდა. 

მოგეხსენებათ, გუშინ თეთრი ჯგუფიდან ელინა სვიტოლინა და კაროლინა პლიშკოვა გავიდნენ. დღეს კი, მათი მეტოქეები უნდა გამოვლენილიყვნენ.

პირველ შეხვედრაში უქულოდ მყოფი ნაომი ოსაკა ერთქულიან კიკი ბერტენს შეხვდა. ჰოლანდიელმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორეში კი, იაპონელმა თამაში ვერ განაგრძო და მოგება ბერტენს ჩაეთვალა.

მეორე შეხვედრაში ანგელიკ კერბერი სლოან სტივენსს დაუპირისპირდა. გერმანელს მხოლოდ 2:0-ის მოგება ესაჭიროებოდა, მაგრამ მრისხანე მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ამავე ანგარიშით დამარცხდა. ამერიკელმა ორივე სეტი ერთნაირი (6:3, 6:3) ანგარიშით მოიგო და სამი ქულით, პირველ ადგილზე გავიდა.

პირველი ნახევარფინალი ელინა სვიტოლინასა და კიკი ბერტენსს შორის გაიმართება. შეხვედრა 27 ოქტომბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სლოან სტივენსისა და კაროლინა პლიშკოვას დაპირისპირება იმავე დღეს, 15:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები