ეროვნული ნაკრები

 2018/09/11 00:35

ეროვნული ნაკრები
ქალთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
ავტორი
გოგა წურწუმია

8 ნოემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თურქეთის გამარჯვებით  დასრულდა (2:0).

მეტოქის უპირატესობის მიუხედავად, რამდენიმე რეალური მომენტი ჩვენს გოგონებსაც ჰქონდათ. გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს ლელა ჭიჭინაძე იყო, მაგრამ ქართველი შემტევის დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. თურქებმა თათია გაბუნიას კარის აღება მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს.

67-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვაში წარმოქმნილი არეულობით მელიქე ფექელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 88-ე წუთზე ებრუ თოფგლიმ შორეული საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

GFF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები