ფრენბურთი

 2018/24/05 00:46

ფრენბურთი
ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ისრაელში იბრძოლა
ავტორი
ირაკლი გოგავა

ქალ ფრენბურთელთა ევროლიგის ვერცხლის ჯგუფში, მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. პაატა ულუმბეგაშვილის გაწვრთნილი გუნდი, ამჯერად, უკეთესად გამოიყურებოდა და მეტოქესთან სტუმრად, დამარცხდა – 1:3 (21:25, 25:23, 20:25, 16:25).

პირველი სეტი კარგად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა, მაგრამ დასკვნით ფაზაში შეცდომები დაუშვეს და, საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ. სამაგიეროდ, მეორე სეტში თამაში გამოასწორეს და ვერცხლის ჯგუფში პირველად მოხერხეს სეტის აღება. იმედი გაჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები მინიმუმ კიდევ ერთ სეტს მოიგებდა და სატურნირო ცხრილში ქულას ჩაიწერდა.

თუმცა, ასე არ მოხდა... არადა, მესამე სეტის ნახევარი კარგი იყო. ერთ მომენტში 13:11-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს, ისევ ავირიეთ, მეოთხე სეტში კი, საერთოდ ვერაფერი გავაწყვეთ მეტოქესთან.

ჩვენივე ჯგუფში ავსტრიამ სტუმრად 3:0 მოუგო ალბანეთს, რომელთანაც იმავე ანგარიშით წავაგეთ პირველ ტურში. თავის მხრივ, ავსტრიამ პირველი შეხვედრა შინ  3:1 მოუგო ისრაელს. თუ დღევანდელი მატჩით ვიხელმძღვანელებთ, ბრძოლა ავსტრიასთანაც შეგვიძლია. ის 26 ივნისს გვეწვევა თბილისში.

2 ტურის შემდეგ ავსტრიას 6 ქულა აქვს, ალბანეთსა და ისრაელს – 3-3, ხოლო საქართველოს ნაკრებს – 0. შემდეგ ეტაპზე 2 საუკეთესო გუნდი გადის.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები