ინგლისი

 2019/15/05 16:33

ინგლისი
პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ცნობილია
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა. 

ესპანელი სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე დამრიგებელი აღმოჩნდა, რომელმაც ტიტული დაიცვა. ის ზედიზედ მეორე წელია პირველობას არავის უთმობს. 

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგა 11-ჯერ სერ ალექს ფერგიუსონს აქვს მოგებული. გვარდიოლა „ქალაქელების“ რიგებში 2016 წელს მივიდა და ჯამში, 173 შეხვედრა ჩაატარა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები