სხვა

 2018/24/04 14:42

სხვა
პნევმატური იარაღიდან სროლაში ჩვენებმა 65-ე და 83-ე ადგილები დაიკავეს
ავტორი
ნინო ახობაძე

კორეულ ჩანვონში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, პნევმატური ირაღიდან სროლაში, ჩვენი ვაჟები წარუმატებლად გამოვიდნენ: ლევან ქადაგიძე 568 ქულით 65- ადგილზე გავიდა, ცოტნე მაჭავარიანი კი, 560-ით 83- აღმოჩნდა
ქადაგიძეს, ცალკეულ სერიებში ასეთი შედეგები ჰქონდა: 95, 93, 96, 95, 94, 95; მაჭავარიანს – 96, 94, 90, 92,  93 და 95.

მსოფლიოს თასის მფლობელი, რუსთა ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, არტემ ჩერნოუსოვი გახდა, მეორე ადგილზე ინდოელი შაჰზარ რიზვი გავიდა, მესამეზებულგარელი სამუელ დონკოვი.

 

ხვალპნევმატური იარაღიდან სროლაში, უკვე ქალები ჩაებმებიან და ნინო სალუქვაძეც ისპარეზებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები