NBA

 2019/10/03 22:54

NBA
პისტონსს ვეღარ აჩერებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეტროიტ პისტონსმა მორიგი შეხვედრა მოიგო – ზაზა ფაჩულიას გუნდმა ჩიკაგო ბულსი ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხა.

უკანასკნელ 10 მატჩში, დეტროიტელებმა 8-ჯერ მოიგეს და ფლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

პისტონსი მესამე მეოთხედში დაიქოქა, რომელიც 42:25 მოიგო, რის შემდეგაც შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია – 131:108.

ზაზა ფაჩულიას ისევ არ უთამაშია, ხოლო მისმა ვიზავიმ, ანდრე დრამონდმა 16 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. საუკეთესო მექულე ბლეიკ გრიფინი იყო – 28 ქულა.

პისტონსს 34 მოგება და 31 მარცხი აქვს, რითაც მეექვსე პოზიცია მყარად იმყოფება. მორიგი მეტოქე ბრუკლინ ნეთსი იქნება. შეხვედრა 12 მარტს, 03:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები