ლეგიონერები

 2019/04/04 13:10

ლეგიონერები
პისტონსმა პეისერსი ვერც შინ დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ში დეტროიტ პისტონსმა და ინდიანა პეისერსმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარეს. მატჩი ამჯერადაც, ინდიანას წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, მასპინძლები მხოლოდ 3 ქულით ლიდერობდნენ და უსუსური თამაშის ფონზე, ოთხივე მეოთხედი დათმეს. პეისერსმა ტაიმი 44:36 მოიგო.

მესამე მეოთხედის ბოლოს, სტუმრებმა 9:0 გაქცევა განახორციელეს, დასკვნით თორმეტწუთეულს 16-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და ინტრიგაც მოკლეს – 78:62. დარჩენილ დროში პისტონსმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და 89:108 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულიას მხოლოდ 5 წუთი დაეთმო და მის ანგარიშზე ერთი არაზუსტი საშუალო და 1 მოხსნა გახლდათ. 

წაგების მიუხედავად, პისტონსი მე-6 ადგილს ინარჩუნებს და კალენდრიდან გამომდინარე, ფლეი-ოფში თამაშის შანსი მაინც აქვს. მორიგი მეტოქე დასავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანი ოკლაჰომა სითი თანდერი იქნება. შეხვედრა 6 აპრილს, 04:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები