ლეგიონერები

 2019/09/02 09:00

ლეგიონერები
პისტონსმა ხასიათი გამოიკეთა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეტროიტ პისტონსი ნიუ იორკ ნიქსს ზედიზედ მეორედ შეხვდა. პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ფაჩულიას გუნდმა იმარჯვა და ხასიათი გამოიკეთა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. ნიქსი მხოლოდ პირველ წუთზე დენის სმიტის საჯარიმოთი დაწინაურდა, რის შემდეგაც პისტონსმა მეოთხედი 41:22 მოიგო. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 54:63.

დიდი შესვენების შემდეგ, ნიქსი გათამამდა და მაქსიმუმი გააკეთა, ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე მეოთხედის წინ კი, პისტონსის უპირატესობა მხოლოდ 5 ქულა იყო – 89:84. ამის მიუხედავად, მასპინძლები ისევ გააქტიურდნენ და უდიდესი ლიდერობა (23 ქულა) მოიპოვეს, ხოლო შეხვედრა 120:103 მოიგეს.

ანდრე დრამონდს თამაში შესანიშნავად წაუვიდა (29 ქულა, 20 მოხსნა), ამიტომ ფაჩულიას ნაკლები დრო დაეთმო. ჩვენებურმა 11'53 წუთში, 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 ბლოკი მოაგროვა. მან 3-დან 2 საშუალო გამოიყენა.

პისტონსის მორიგი მეტოქე უშუალო კონკურენტი ვაშინგტონ ვიზარდსი იქნება. შეხვედრა 12 თებერვალს, 04:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები