ლეგიონერები

 2019/02/04 13:04

ლეგიონერები
პისტონსის წაგება კონკურენტების მარცხმა გადაფარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეტროიტ პისტონსმა NBA-ის რეგულარულ სეზონში 77-ე შეხვედრა გამართა. დუეინ კეისის შეგირდები ინდიანა პეისერსს ბლეიკ გრიფინის გარეშე ესტუმრნენ.

სტუმართა ლიდერის არყოფნამ თამაშზე გავლენა იქონია. პისტონსმა პირველი მეოთხედი 33:23 მოიგო, თუმცა, დარჩენილი დრო მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმი პეისერსის გამარჯვებით დასრულდა – 59:55.

დიდი შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა. რამდენიმე უპირატესობის მიუხედავად, პისტონსმა სადავეები ხელიდან ბოლო მეოთხედში გაუშვა. საბოლოოდ, პეისერსმა 111:102 იმარჯვა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 11 წუთი დაჰყო, მაგრამ მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. ჩვენებურს 1 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა.

დეტროიტელთა სანუგეშოდ უნდა ითქვას, რომ სამივე კონკურენტმა წააგო. ნეთსმა ბაქსს, ჰითმა სელტიქსს, ხოლო მეჯიქმა რეპტორსს ვერ მოუგო. მორიგ შეხვედრაში გუნდები მოედნებს გაცვლიან და მასპინძელი პისტონსი იქნება. შეხვედრა 4 აპრილს, 03:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები