ლეგიონერები

 2018/04/12 12:48

ლეგიონერები
პისტონსის მოგებათა სერია თანდერმა შეწყვიტა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პისტონსს ზედიზედ მეექვსე მოგება თანდერმა არ მოაპოვებინა. ოკლაჰომელებმა მეტოქე ძალიან მარტივად, 110:83 დაამარცხეს. 

ზაზას და დრამონდს მცირე სათამაშო დრო დაეთმოთ, რადგან ორივე ჯარიმებით დაიტვირთა – 4-4. 

ფაჩულიას საშუალოდან ორივე სროლა გაუცუდდა და 14 წუთში 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მოაგროვა. დრამონდმა კი, მისთვის შეუსაბამო 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

საუკეთესო, მათი ვიზავი, ავსტრალიელი ცენტრი, სტივენ ადამსი გახლდათ, ვინც 21 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა. ერთადერთი ორმაგი დუბლი პოლ ჯორჯმა შეასრულა – 17 ქულა, 10 მოხსნა. 

პისტონსის მორიგი მეტოქე მილუოკი ბაქსი იქნება. შეხვედრა 6 დეკემბერს, 05:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები