ეროვნული ნაკრებები

 2018/31/05 20:56

ეროვნული ნაკრებები
პირველი ნახევრის შემდეგ, საქართველო ფრანგ ბარბაროსებთან მარცხდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დასრულდა პირველი ნახევარი „დინამო არენაზე“, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფრანგ ბარბაროსებს მასპინძლობს და ჯერჯერობით, 6-7 მარცხდება.

შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და სიმბოლურად, ბორჯღალოსნები იმგვარი კვართით გამოვიდნენ მინდორზე, როგორითაც ჩვენი ნაკრები  საწყის ნაბიჯებს დგამდა მსოფლიო ასპარეზზე. 

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ფრანგები სივრცეებს საოცრად იყენებდნენ და ძალიან სწრაფად ცვლიდნენ შეტევის მიმართულებას. განსაკუთრებით, ბარბაროსთა ღერძი ტომ ეკოშარი და მაქსიმ მატი აქტიურობდნენ.

საწყის წუთებში ფრანგები ჩვენს 22-მეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ, თუმცა, ბორჯღალოსნები დაცვაში კარგად მოქმედებდნენ და ფრანგთა შეტევების პირველი ტალღა მოვიგერიეთ.

ტრადიცულად, დიდი უპირატესობა გვქონდა შერკინებაში, რომლის მეშვეობითაც, შევძელით მეტოქის ნახევარზე გადასვლა და პირველი ქულებიც მოვიპოვეთ.  სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმები ზუსტად შეასრულა – 6:0.

საქართველოს ნაკრები ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში რამდენიმეფაზიანი მიძალებების შემდეგ, ბარბაროსთა ჩათვლის მოედანშიც შევედით, თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა  ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა და ლელო არ ჩაითვალა.

მიუხედავად დიდი  უპირატესობისა, პირველ ნახევარში ლელოს დადება მაინც სტუმრებმა მოახერხეს. ალბან პლასინმა რაქში ბურთი მოიპარა, ხაზი კარგად გაგვიჭრა და მატჩის პირველი ლელოც დადო. გარდასახვა ზუსტად ლაუს-აზპიაზიუემ შეასრულა და პირველი ნახევრის ანგარიშიც დააფიქსირა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები