ბერძნულ-რომაული

 2019/29/06 13:56

ბერძნულ-რომაული
პირველი ბრძოლა იაკობ ქაჯაიამაც მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, იაკობ ქაჯაიამ, მინსკის ევროპულ თამაშებზე გამოსვლა წარმატებულად დაიწყო. მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ლიეტუვას წარმომადგენელ ფრიდრიკასს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. მეოთხედფინალურ სტადიაზე მისი მეტოქე აზერბაიჯანელი შარიათი იქნება.

რაც შეეხება რევაზ ნადარეიშვილს (-97 კგ), ის საწყის ეტაპზევე სომეხ ოლიმპიურ და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ არტურ ალექსანიანს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები