იტალია

 2018/09/05 20:05

იტალია
პირლო: ფინალის შემდეგ, კარიერის დასრულება მინდოდა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. 

„ის ფინალი ლივერპულის წინააღმდეგ ვითამაშეთ და მეტოქე გუნდი პირველ ტაიმში გავანადგურეთ. შეიძლება ითქვას, რომ მერსისაიდული გრანდი დამარცხებული გვყავდა. მეორე ტაიმში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და 90 წუთი 3:3-ით დამთავრდა. გამარჯვებული პენალტების სერიით გაირკვა და მოგებული ფინალი, თერთმეტმეტრიანებით, 3:2 წავაგეთ. ამ მატჩის შემდეგ, კარიერის დასრულება მინდოდა, თუმცა, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე“,  განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, პირლო როსონერის ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა. მის ანგარიშზე 284 შეხვედრა და 32 გატანილი გოლია. აპენინელი ლეგენდა წლები იცავდა „ბებერი ქალბატონების“ ღირსებასაც. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები