ესპანეთი

 2019/11/02 13:48

ესპანეთი
პიკეს საოცარი მიღწევა ლა ლიგაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონას მცველი, ხერარდ პიკე, გახდა ერთადერთი მოთამაშე, ვისაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა წუთი აქვს ნათამაშები  (რა თქმა უნდა, მეკარეები არ განიხილებიან).

ესპანელი რეკორდს ვალიადოლიდის მცველ ფერნანდო კალეროსთან იყოფდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ვილიარეალის წინააღმდეგ ვერ ითამაშა, ხოლო პიკემ ბილბაოსთან 23-ე ტურის შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა.

სამუელ უმტიტის ტრავმა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ თამაშობს პიკე ასე სტაბილურად და რაიმე გაუთვალისწინებლის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეკორდი უფრო გაიზრდება. 

ამასთან, პიკეს სხვა გათამაშებებში დასვენება უწევს, ამას ნაკრებიდან წასვლა ემატება, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ ლა ლიგაში რეგულარულად ითამაშოს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები