ნაკრებები

 2019/15/03 00:41

ნაკრებები
პიკე კატალონიის ნაკრებში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა ლიონის ძლევით (5:1), ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა. თამაშის შემდეგ, ხერარდ პიკემ დაადასტურა, რომ ნაკრებში ბრუნდება, მაგრამ კატალონიის.

2018 წელს გამართული მუნდიალის შემდეგ, პიკემ ესპანეთის შემადგენლობიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა, ხერარდ ლოპესმა კატალონიის ნაკრებში გამოიძახა.

ისინი 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში ვენესუელას დაუპირისპირდებიან, ხოლო პარალელურად, ესპანელები ნორვეგიას და მალტს შეხვდებიან.

– აღფრთოვანებული ვარ. ვეცდები, იქ ორშაბათს ვიყო, – განაცხადა 32 წლის მცველმა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები