თავისუფალი

 2018/25/03 09:00

თავისუფალი
პეტრიაშვილი კვლავ პირველია
ავტორი
ლუკა ახალაძე


22-25 მარტს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა (125კგ), ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ ააჟღერა საზღვრებს გარეთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.

პეტრიაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე მურად კუშხოვი 5-0 დაამარცხა. ფინალამდე კი, მისი მოწინააღმდეგეები ბულგარელი დანიელ ვასელინოვი და ბერძენი იოანის კარგკიოტაკი გახლდათ - ორივე მეტოქეს გენომ აშკარა უპირატესობით (10-0) მოუგო.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ირაკლი მწითურმა (92). ფინალამდე მწითურმა კარგად გაიარა გზა, ოქროს მედლისთვის კი რუსულ ტანკად წოდებულ აბდულრაშიდ სადულაევთან მოუწია შეხვედრა. სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ოთარ გოგავამ (61), ჯაბა ყველაშვილმა (79) და ნიკა კენჭაძემ (79).

უმედლოდ დარჩნენ რობერტ დინგაშვილმა (57), გიორგი სულავამ (70), კოტე ხაბალაშვილმა (70), ალექსანდრე ჯაჭვაძემ (74), სანდრო ამინაშვილმა (86) და საბა ჩიხრაძემ (86).

ტურნირზე ტრამვის გამო ვერ იასპარეზეს ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125).

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთიდან 5 სხდასხვა სინჯის მედლით ბრუნდება . 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები