ლეგიონერები

 2019/08/06 14:46

ლეგიონერები
ლაშა პარუნაშვილის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი ფეხბურთელების, ლაშა პარუნაშვილისა და გიორგი მაკარიძის სატრანფერო ღირებულება გაიზარდა. გერმანული გამოცემის, Tramsfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, დანიური ესბიერგის ქართველი ფეხბურთელის სატრასნფერო ღირებულება 1 000 000 ევროა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ის 400 000 ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ დასრულებულ სეზონში 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კარგად წარმოაჩინა თავი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. 

 

რაც შეეხება პორტუგალიური ვიტორია სეტუბალის ქართველ მეკარეს, გიორგი მაკარიძეს, მისი სატრანსფერო ღირებულება 700 000 ევროს შეადგენს. ქართველ მეკარეს საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და ეს მის სატრანსფერო ფასსზეც აისახა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები