საფრანგეთი

 2019/12/09 19:12

საფრანგეთი
პარიზის მერმა ნეიმარს ჩემპიონთა ლიგის მოგება „შეუკვეთა“
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნეიმარის საგის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი კლუბთან ერთადაა, ხოლო ქალაქის მერმა ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის მოგება „შეუკვეთა“. 

ყოველი სეზონის წინ გაძლიერების მიუხედავად, ფრანგებმა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებას ვერ მიაღწიეს. ისინი ნახევარფინალშიც კი ვერ გადიან. სარეკორდო ფასად ნაყიდი ნეიმარი კლუბს ფლეი-ოფის მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაეხმარა და პოტენციალი სრულად ვერ წარმოაჩინა. 2017/18 წლების სეზონში, მადრიდის რეალთან მეორე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო გასულ სეზონში იუნაიტედთან კლუბს ვერც ერთ შეხვედრაში დაეხმარა. 

პარიზის მერმა, ან იდალგომ, Tele Loisirs-სთან საუბრისას ნეიმარს მიმართა:

„ეიფელის კოშკი“ პარიზისა და პარი სენ-ჟერმენის ფერებში, წითლად და ლურჯად ანათებს. შენ ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგო. 

მოედანზე უნდა დაბრუნდეს და დაეხმაროს გუნდს, რომელმაც იყიდა. პარიზმა შესანიშნავად მიიღო. ფეხბურთი და ეს გუნდი მიყვარს. მათ სიცოცხლის ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პარიზულ კლუბთან ერთად, მადრიდის რეალი, გალათასარაი და ბრიუგე არიან. პირველ ტურში კი, 18 სექტემბერს, მადრიდულ გრანდს მიიღებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები