საფრანგეთი

 2019/06/08 15:39

საფრანგეთი
პარიზელები იუვენტუსისთვის შეთავაზებას აპირებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

„Canal +“-ის ცნობით, პაულო დიბალასთვის ბრძოლაში პარი სენ-ჟერმენიც ჩაერთო და იუვენტუსისთვის 60 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს.

პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება. შესაბამისად, იუნაიტედის შანსები უფრო მცირდება. დიბალას კლუბის დატოვება სურს და პარიზულ კლუბში გადასვლაზეც თანახმაა. 

აქედან გამომდინარე, ფრანგებმა 60 მილიონის შეთავაზება გადაწყვიტეს, რის შემდეგაც, იუვენტუსის პასუხს დაელოდებიან. ფეხბურთელი მზადაა, მთავარი კლუბებს შორის შეთანხმებაა.

გარიგება იტალიელებისთვისაც სარფიანი უნდა იყოს. რამდენიმე შენაძენის შემდეგ, ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევთ. პირველი მოისე კინი იყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები