ხელბურთი

 2019/05/05 23:17

ხელბურთი
პარი სენ-ჟერმენი მეორე ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადია დასრულდა და ოთხთა ფინალში გასული გუნდების ვინაობაც გაირკვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა, პარი სენ-ჟერმენმა ვერც ამ სპორტში მიაღწია წარმატებას.

ფრანგები პოლონურ კიელცეს შეხვდნენ. სტუმრად 24:34 დამარცხდნენ და შინ მინიმუმ 10 ბურთით უნდა მოეგოთ.

ყველაფერი მათ სასიკეთოდ მიმდინარეობდა. ტაიმი 18:11 მოიგეს, ხოლო მეორეში სასურველი შედეგიც დააფიქსირეს, თუმცა, ბოლო წუთებში რამდენიმე გაძევების შემდეგ, სტუმრებმა საჭირო ბურთები გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში, 60:59 იმარჯვეს.

საფეხბურთო გუნდის მსგავსად, ძლიერი შემადგენლობის მიუხედავად, პარიზელები წარმატებით ვერც გასულ წლებში დაიკვეხნიან. ისინი ფინალში მხოლოდ ერთხელ გავიდნენ, სადაც ვარდართან 23:24 დამარცხდნენ.

ოთხთა ფინალში კიელცესთან ერთად, ზემოთ ხსენებული ვარდარიც ითამაშებს, რომელმაც სეგედს 56:52 მოუგო. ასევე, მორიგ მე-10 ჩემპიონობას ბარსელონაც შეუტევს. ესპანელებმა ნანტი 61:51 დაამარცხეს. ბოლო კლუბი ვეშპრემია, რომელმაც ფლენსბურგი 57:47 დაამარცხა.

პირველი ივნისიდან ეს ოთხეული კიოლნში პირველობისთვის იბრძოლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები