ჩოგბურთი

 2019/28/08 03:06

ჩოგბურთი
ორმაგი მოტივაციით ამერიკელი მეტოქის წინააღმდეგ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო და მარტონ ფუჩოვიჩის ძლევის (3:2) შემდეგ, მეორე რაუნდში გავიდა, სადაც 18 წლის მეტოქე ეყოლება. 

ჩვენებური ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდება, ვინც გათამაშებას ტომაშ ბერდიხი გამოთიშა. ამერიკელისგან ამას ბევრი არ მოელოდა და გამარჯვებამ მის რეიტინგზე იქონია გავლენა. ბრუკსბიმ ლაივ რეიტინგში 126 პოზიციით წაიწია და სარეკორდო, 268-ე ადგილი უკავია.

ბასილაშვილს ამერიკელ მეტოქესთან ორმაგი მოტივაცია ექნება. ამჟამად, ჩვენებური ლაივ ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს და ბრუკსბის გამოგდების შემთხვევაში, სარეკორდო, მე-15 ადგილზე გადავა. ამასთან, უფრო შორს წასვლის და ქულების დაცვის შესანიშნავი შანსი მიეცემა.

უამინდობის გამო, ქართულ-ამერიკული დაპირისპირების დრომ 29 აგვისტოს 03:00 საათამდე გადაიწია. ბუქმეიქერები წყვილში ფავორიტად ბასილაშვილს მოიაზრებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები