ბერძნულ-რომაული

 2019/28/06 13:57

ბერძნულ-რომაული
ორი ქართველი ნახევარფინალში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს მინსკის ევროპულ თამაშებზე საქმეში ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. პირველ დღეს  სამი ქართველი მოჭიდავე  გამოვიდა ხალიჩაზე, რომელთაგანაც, ორი ნახევარფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

დავით ჩხარტიშვილმა (-60კგ)  ჯერ იტალიელი სანდრონი დაამარცხა 5:0, შემდეგ კი, ლიზატოვიჩს გაუმკლავდა ძალიან დამაჯერებლად (8:1). 

შმაგი ბოლქვაძემ  (-67კგ) ჯერ ავსტრიელი ბარგერი აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, სერბი მათე ნემესის ბარიერი დაძლია.  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები