ჩოგბურთი

 2019/08/09 14:41

ჩოგბურთი
ოქსანა კალაშნიკოვა ნიუ ჰეივენის ტურნირის ჩემპიონია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიუ ჰეივენის ჩელენჯერზე ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა თანრიგის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ბლინკოვასთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალში მათი მეტოქე მაიტან არკონადა და ჯემი ლოები იყვნენ. შეხვედრა ისეთი დაძაბული იყო, როგორიც ფინალს შეეფერებოდა და გამარჯვებული სუპერ ტაი-ბრეიქში გამოვლინდა.

ქართულ-რუსულმა დუეტმა შესანიშნავად დაიწყო და ზედიზედ ორი ბრეიქით სეტი 6:2 მოიგო. მათვე მეორე სეტიც ბრეიქით გახსნეს, თუმცა, დარჩენილ დროში ჩაწოდება ორჯერ დათმეს და ანგარიშიც გათანაბრდა – 6:4. სუპერ ტაი-ბრეიქში კი, ოქსანამ და ანამ შესანიშნავად დაიწყეს და 5:0 გალიდერდნენ, უპირატესობა  ხელიდან აღარ გაუშვიათ და 10:4 იმარჯვეს.

ოქსანა კალაშნიკოვასთვის წყვილთა თანრიგში ეს მერვე ტიტულია, ხოლო ჩელენჯერზე პირველად გაჩემპიონდა. თავის მხრივ, 20 წლის ბლინკოვამ წყვილებში მეორე ტიტული მოიგო და ამასთან, ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალშია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები