ჩოგბურთი

 2019/06/09 22:43

ჩოგბურთი
ოქსანა კალაშნიკოვა ფინალშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა ნიუ ჰეივენის წყვილთა თანრიგის ფინალშია. ჩვენებური ტურნირზე ანა ბლინკოვასთან ერთად ასპარეზობს.

გოგონებმა სამი ეტაპი წარმატებით გაიარეს და გზად მხოლოდ ერთი სეტი დათმეს. ნახევარფინალში ვიქტორია დუვალსა და კატერინ ჰარისონს დაუპირისპირდნენ.

პირველ სეტში უამრავი ბრეიქ ფოინთის მიუხედავად, მხოლოდ ერთადერთი ბრეიქი იყო, რომელიც კალაშნიკოვამ და ბლინკოვამ განახორციელეს – 6:3. მეორეში განსხვავებული სიტუაცია გახლდათ. პირველ ბრეიქს ქართულ-რუსული დუეტი აკეთებდა, რასაც უმალვე უკუბრეიქი მოჰყვებოდა. ასე მოხდა სამ შემთხვევაში, ხოლო 5:5-ზე გადამწყვეტი ბრეიქი შედგა და კალაშნიკოვა-ბლინკოვას დუეტმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 7:5.

ფინალში მათი მეტოქეები მაიტან არკონადა და ჯემი ლოები იქნებიაბ, რომელთაც მძიმე ბრძოლაში, სუპერ ტაი-ბრეიქში 14:12 იმარჯვეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები