ეროვნული ნაკრებები

 2018/07/06 14:16

ეროვნული ნაკრებები
ოკეანეთის ტურნეს პირველი ქართული რაზმი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ტესტ სერიის ფარგლებში, წყნარი ოკეანის თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის პირველ ტურში, ბორჯღალოსნები ფიჯის დედაქალაქ სუვაში, ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, მოახლოებული მატჩისთვის,  23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება: 1. კახა ასეიშვილი (ბრივი, ტოპ 14 საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი (ლოკომოტივი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, ტოპ 14 საფრანგეთი), 4. გიორგი ნემსაძე (ოსპრეიზი პრო 14 უელსი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შონბრი, ფედერალ 1 საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, პრო დ2 საფრანგეთი), 7. ოთარ გიორგაძე (კლერმონი ტოპ 14 საფრანგეთი), 8. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი);

ბექები: 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, ტოპ 14 საფრანგეთი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარასენსი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი მარნეული), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 14. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 15. სოსო მათიაშვილი (აკადემია);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (სან ვულვზი, სუპერ რაგბი იაპონია), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, ტოპ 14 საფრანგეთი), 18. ირაკლი მირცხულავა (უიონაკსი, ტოპ 14 საფრანგეთი), 19. კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, ტოპ 14 საფრანგეთი), 20. საბა შუბითიძე (აკადემია), 21. გიორგი ბეგაძე (ლოკომოტივი), 22. ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), 23. მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი).

საქართველოსა და ტონგას ეროვნული გუნდების შეხვედრა შაბათს, 9 ივნისს,  თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

 

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები