სხვადასხვა

 2019/17/05 13:07

სხვადასხვა
ოფიციალურად: ისრაელ ფოლაუ რაგბიდან მოკვეთეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ავსტრალიის რაგბის კავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ისრაელ ფოლაუ რაგბიდან ოფიციალურად მოკვეთეს. 

– მჯერა, ყველა ავსტრალიელი თანაბარი უფლებით იბადება. ყველას აქვს რელიგიური და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ქრისტიანობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვალდებული  ვარ,  უფლის სიტყვა სხვებსაც გავუზიარო, – განაცხადა მორაგბემ ამ გადაწყვეტილების შემდეგ. 

შეგახსენებთ, ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბიბლიიდან ციტატის გამოყენების გამო მოკვეთეს, რადგან ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები