ეროვნული ნაკრებები

 2019/02/09 20:53

ეროვნული ნაკრებები
ოფიციალურად: „გორგოძილა“ მსოფლიოზე ითამაშებს. 31-კაციანი რაზმი იაპონიისთვის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი მატჩების ფარგლებში 6 სექტემბერს „მერიფილდზე“  შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი, პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრება, სადაც ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს უდიდეს სარაგბო ფორუმზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, რამდენიმე წუთის წინ, იმ 31 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც იაპონიაში მსოფლიო თასზე გაემგზავრებიან.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა გახაროთ, რომ ჭორები გამართლდა. მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარება. განაცხადს მიღმა დარჩა საქართველოს ნაკრების პირველი ცენტურიონი (100 მატჩი ნაკრებში) მერაბ კვირიკაშვილი. 

„ბორჯღალოსნების“  სატურნირო განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი, ბექა გორგოძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე.  

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, ალექსანდრე თოდუა, მირიან მოდებაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, იოსებ მათიაშვილი. 

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D  ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც მისი მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან. პირველ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“  23 სექტემბერს, „ტოიოტა სითი სთედიუმზე“, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება. შემდეგ მილტონ ჰეიგის გუნდი  29 სექტემბერს, კუმაგაიაში ურუგვაის შეერკინება (09:15), 3 ოქტომბერს კი, ქალაქ ოსაკაში ფიჯის შევერკინებით. ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით დავასრულებთ (14:15). 

იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს და 2 ნოემბერს დასრულდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები