სხვადასხვა

 2019/31/03 12:14

სხვადასხვა
ნუკრი რევიშვილი: საფეხბურთო სააგენტოს გახსნას ვგეგმავ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა, 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 

როგორც თავად, ამბობს კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო, თუმცა, ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს და საფეხბურთო სააგენტოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, ნუკრიმ ტელეკომპანია აფხაზეთის ხმაზე გადაცემა „სპორტის კვირაში“ ისაუბრა. 

– ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ასე მალე არ ვაპირებდი კარიერის დასრულებას. ძალიან ბევრი მიზეზი იყო საამისოდ და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან ამ სპორტის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

დანამდვილებით გეტყვით, მწვრთნელობას არ ვაპირებ. ფეხბურთში ყველაზე რთული სწორედ ეს პროფესიაა და ამხელა პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება გამიჭირდება.  მე და ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ჩემთან ერთად დაასრულეს კარიერა, ვაპირებთ გავაკეთოთ ევროპული სტანდარტების საფეხბურთო სააგენტო.. აღნიშნული სააგენტო ყველანაირად დაეხმარება ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს  და შევეცდებით მათ  საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები