ეროვნული ლიგა 2

 2018/17/05 18:59

ეროვნული ლიგა 2
ნორჩი დინამო ქულებს გამოცდილებით აგროვებს
ავტორი
Sport24

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-12 ტურის ორი მატჩი.

ნორჩი დინამო - სამგურალი 3:0

თბილისი. შატილი

1:0 ტყეშელაშვილი (70), 2:0 ფიფია (79), 3:0 დეისაძე (90)

ნორჩი დინამო: შეყრილაძე, ჩიმაკაძე (კაშია 60), დეისაძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ჩუკურა, ჯგერენაია (ფიფია 71), თევზაძე, ჟვანია (გ.თ. ტყეშელაშვილი 46), კაკაშვილი, გეწაძე.

სამგურალი: ნონოსი, თ. კაკუშაძე, ბიბილაშვილი, ბრეგვაძე (ფანცხავა 69), ბანძელაძე, გოგუაძე (ნერგაძე 80), შალამბერიძე, კილაძე, ხარაბაძე, ლაღაძე, ღონღაძე (ჩხეტიანი 4).

გაფრთხილება: ჩუკურა (4), ჯგერენაია (26).

ნორჩი დინამო ამ წყვილის ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს დაამტკიცა კიდეც. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, უფრო გამოცდილმა გუნდმა 10-წუთიან მონაკვეთში ორჯერ მოახერხა გატანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის ბოლოს კი, სამგურალმა მესამეც გაუშვა.

ამ მოგების შემდეგ, „ნორჩებს“ 21 ქულა გაუხდათ და ცხრილში მე-2 ადგილზე არიან. თუმცა, წინ ტურის დანარჩენი მატჩებია.

 

მერანი - ვიტ ჯორჯია 1:1

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

1:0 ბოლქვაძე (20), 1:1 ვეკუა (71)

47-ე წუთზე სიჭინავამ ვერ გამოიყენა პენალტი

მერანი: კულუა, ციმაკურიძე, გეგია, სიჭინავა (ბურჯანაძე 66), ხინთიბიძე (თოლორდავა 81), კურღელაშვილი, მგელაძე, ლომაშვილი, კლიმიაშვილი (ფაცაცია 88), მელიავა, ბოლქვაძე.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (მუზაშვილი 27), კამლაძე, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, ღუდუშაური, კიკნაველიძე (საჯაია 81), ვასაძე, ექვთიმიშვილი (ვეკუა 62), ბ. კაკუშაძე, დავლაშელიძე.

გაფრთხილება: მუხულიშვილი (25), ჩაკვეტაძე (48), ლომაშვილი (55).

საინტერესო მატჩი შედგა მარტვილში, სადაც სათამაშოდ ლიგა 2-ის ლიდერი ვიტ ჯორჯია ჩავიდა. სეზონის წინ ელიგაში გადასვლის უმთავრეს პრეტენდენტად, ბათუმის დინამოსთან ერთად, მერანი მიიჩნეოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარტვილელები ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, ხოლო მცხეთელები – სათავეში.

მერანს შეეძლო 3 ქულით შეემცირებინა სხვაობა ლიდერთან. დავით ბოლქვაძის გოლის შემდეგ, ისევ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ დათა სიჭინავამ პენალტი ვერ გაიტანა.

ორბურთიანი ჰანდიკაპით დაწინაურების ნაცვლად, მერანმა ბურთი საკუთარ კარში მიიღო და მატჩიც ფრედ დასრულდა – 1:1.

ვიტ ჯორჯია, რომელმაც ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ხვალინდელი მატჩების მიუხედავად, ისევ ლიდერად რჩება. მერანმა კი სამგურალის წაგებით ისარგებლა, ერთი ადგილით აინაცვლა და მე-8 ადგილზეა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები