გერმანია

 2018/08/05 16:14

გერმანია
ნოიერი ფინალისთვის ბრუნდება
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის მეკარე, მანუელ ნოიერი, ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესებს ასრულებს. წყაროს ცნობით, გელზენკირხენელი ფეხბურთელი, შესაძლოა, მოედანზე თასის ფინალში გავიდეს. აქვე გეტყვით, რომ ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ბაიერნი და აინტრახტი შეხვდებიან.

32 წლის მეკარის მდგომარეობის შესახებ, მისმა დუბლიორმა ულრაიხმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელი არჩევანს ნოიერზე გააკეთებს. 

„ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა, თუმცა, თუ ნოიერი ფორმაში იქნება, რა თქმა უნდა, მწვრთნელი შეხვედრას მას ანდობს. მესმის, რომ მანუელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ეს გერმანიის ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სვენმა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მანუელ ნოიერმა, ტრავმების გამო, მხოლოდ 3 შეხვედრის ჩატარება შეძლო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები