სხვა

 2018/23/04 11:11

სხვა
ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის ფინალში ვერ მოხვდა
ავტორი
ირაკლი გოგავა

კორეის ქალაქ ჩანვონში დაწყებულ მსოფლიოს თასზე, ნინო სალუქვაძემ, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, გამოსვლა 38-ე ადგილით დაასრულა.

შეჯიბრი კორეაში გუშინ დაიწყო და მსროლელებმა შესარჩევი ეტაპის ნახევარი ჩაატარეს, რომელიც სალუქვაძემ 286 ქულით აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპი დღეს დასრულდა და ჩვენებურმა, ამჯერად, 288 ქულა მოინადავლა, ჯამში კი 574 დააგროვა.

უკვე გაიმართა ფინალური სერიაც, რამაც გამარჯვება და მსოფლიოს თასი უტიტულო ავსტრიელ ელენა გალიბოვიჩს მოუტანა. მან გადასროლაში მოიპოვა თასი, რადგან ახალგაზრდებში მსოლიოს ჩემპიონმა იუმეი ლინმაც 34 ქულა დააგროვა, გადასროლაში კი ავსტრიელმა იმარჯვა. ლინი ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი კიდევ ერთმა ჩინელმა იუში იაომ მოიპოვა.

გაუქმდა სპორტული დისციპლინა ვაჟებში. ხვალ ჩვენები – ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოვლენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები