ტყვიის სროლა

 2019/24/04 23:30

ტყვიის სროლა
ნინო სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართული სპორტის ლეგენდამ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ  ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველ სალიცენზიო ტურნირზევე მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია. ნინომ მთელი ტურნირი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა. ფინალში 148 ქულით, მეხუთე ადგილზე გავიდა და კარიერაში მეცხრე ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. 

გეტყვით იმას, რომ ნინო სალუქვაძე ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალს ფლობს. ბოლოს, ბრინჯაოს მედალი მან  2008 წელს პეკინში მოიპოვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები