სხვა

 2018/25/05 13:47

სხვა
ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა
ავტორი
ირაკლი გოგავა

მიუნხენში მიმდინარეობს მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპი ტყვიის სროლაში. გერმანიაში ქართულ დელეგაციას სამი წარმომადგენელი ჰყავს – ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე.

ჯერ სასროლეთზე მხოლოდ ნინო სალუქვაძე გამოჩნდა. სპორტული პისტოლეტით 25 მეტრზე სროლაში, საქართველოს ყველაზე უხვტიტულიანმა მსროლელმა, ამჯერად, არცთუ დამაჯერებლად იასპარეზა, 573 ქულა მოაგროვა და 42-ე ადგილი დაიკავა. ფინალში კი მხოლოდ 8 საუკეთესო მსროლელი გავიდა.

დღესვე, სასროლეთზე გავლენ მაჭავარიანი და ქადაგიძე.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები