A ლიგა

 2018/26/04 16:11

A ლიგა
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი: გვსურს, პერსპექტიული ბავშვებით დავეხმაროთ ნაკრებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა ა-ლიგის 2018 წლის სეზონი. გამარჯვებული კი თსუ-ჰიუნდაი გახლდათ. მათ რეგულარულში პირველი ადგილი დაიკავეს. ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2:0 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. გამარჯვებულს წინ ტიტების ბარიერი დახვდა. სერია 3 მოგებამდე იყო. პირველ ორ შეხვედრაში სწორედ თსუ-ჰიუნდაიმ იმარჯვა, მესამე კი ტიტებმა მოიგეს. გადამწყვეტი მეოთხე შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა მოიგეს და სუპერლიგაში აღზევდნენ.

თამაშის შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა, ჩვენთან საუბრისას, განვლილი სეზონი შეაფასა და მომავალ მიზნებზე ისაუბრა:

რთული მისიაა, როდესაც შედეგისთვის ემზადები და გადასვლაზე გაქვს პრეტენზია. გასული 4-5 თვის განმავლობაში, ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწია. ფინალები კი სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია. ვისაც ბრძოლა შეუძლია და ფსიქოლოგიურად ძლიერია, ფინალში უკეთეს თამაშს აჩვენებს.

– სუპერლიგაში იმავე შემადგენლობით აპირებთ გაგრძელებას, თუ იგეგმება რაიმე ძირეული ცვლილებები?

– რა თქმა უნდა, ცვლილება იქნება.

– რა წარმოადგენს გუნდის მიზანს სუპერლიგაში?

– გუნდის მიზანია, ახალგაზრდებზე გაკეთდეს აქცენტი, რათა ისინი გაიზარდონ პროფესიონალებად. გვსურს, პერსპექტიული ბავშვებით დავეხმაროთ ეროვნულ ნაკრებს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები