ჩოგბურთი

 2019/12/03 18:17

ჩოგბურთი
ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგში მიუახლოვდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

აშშ-ში ინდიან უელსის მასტერსი გახურდა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. 

ჩვენებური პრანეშ გუნესვარანთან სამ სეტში დამარცხდა. ეს უკანასკნელი კი, უბერებელმა ივო კარლოვიჩმა გამოაგდო.

ნიკას ნაადრევმა გამოვარდნამ, შესაძლოა, ცხრილში ცვლილებები წარმოშოს. ამჟამად, 1865 ქულით, მე-18 ადგილს ინარჩუნებს. თუმცა, გაელ მონფილსი წამოეწია, რომელიც მაღალ დონეზე ასპარეზობს. ფრანგმა ალბერტ რამოსი მარტივად დაამარცხა და 1785 ქულა მოუგროვდა. შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ფილიპ კოლშრაიბერს შორის საუკეთესო იქნება. ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში, მონფილსი ბასილაშვილს გაასწრებს.

ფრანგის გარდა, ნიკას სამი უშუალო მდევარი ჰყავს, მაგრამ მათ ცხრილში ადგილის გასაუმჯობესებლად რამდენიმე თამაშის მოგება დასჭირდებათ.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები