ჩოგბურთი

 2019/12/08 12:42

ჩოგბურთი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნაცნობი მეტოქით იწყებს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მონრეალის შემდეგ, ცინცინატის მასტერსის დრო დადგა. საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, აღნიშნულ ტურნირზე მე-15 ნომრად ითამაშებს.

ჩვენებურის პირველი მეტოქე ანდრეი რუბლევი იქნება. რუსი სპორტსმენის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ის დიმიტროვ-ვავრინკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ტურნირში მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ენდი მარი და სხვები იღებენ.

მატჩი 13 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები