ჩოგბურთი

 2019/01/02 22:19

ჩოგბურთი
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ტურნირების მსვლელობისას მანქანაში მეძინა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალურ დონეზე 2008 წელს გამოჩნდა. გამორჩეულად წარმატებული გასული სეზონი იყო,შესანიშნავი თამაშით საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო და სარეკორდო ნიშნულებს მიაღწია – 2019 წელს კი, უკვე საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის მოხვდა.

ბასილაშვილის პროგრესს გვერდი ვერც ATP-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა აუარა და ჩვენებურთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

აქ მოსახვედრად საინტერესო გზა გამოვიარე. კარიერასა და ცხოვრებაში მქონდა როგორც აღმასვლები, ასევე დაღმასვლები.

ტურნირების დროს მამაჩემთან ერთად მანქანაში ძილიც მიწევდა, ეს ყველაფერი კვირების განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. იყო ისეთი მომენტებიც, რომ კარავში დარჩენა მოგვიწია. ამ ყველაფერმა გამაძლიერა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია,ვინც ATP-ის ტურნირი მოიგო. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები